+7 (910) 455-04-45
  Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.
  г.Москва

Интервью с психологом, специалистом по телесно-ориентированной психотерапии Ириной Соловьевой для журнала «Наша психология» (www.psyh.ru) , беседовал издатель Владислав Божедай.

Переводчик: Натия Мазиашвили Официальный сайт Ирины Соловьевой: https://solirina.ru/

Interview with a body psychotherapist Irina Soloviova for the magazine "Our psychology" (www.psyh.ru , publisher Vladislav Bozheday).

Translated to Georgian by Natia Maziashvili Official website of Irina Soloviova: https://solirina.ru/

გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ ირინა სოლოვიოვასთან, რომელიც საქართველოში სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სწავლების ერთერთი უპირველესი ინიციატორია და ბიოსინთეზის პროგრამასაც კურირებს. აქვეა მისი ფბ გვერდიც, სადაც ბევრი საინტერესო, ისევე როგორც სახალისო(ფსიქოლოგიური ტესტები, ფსიქოლოგიური რეცენზია ფილმებზე...) ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ https://www.facebook.com/groups/solirina/?hc_ref=ARTCzP24uvDh4__FD-Sc1LwWIB1bgwuWnLKU0Adi7_iu5Orh4Ba7A23SagpSfQMn-VI

***ზოგჯერ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ნაცვლად გამოვიყენებ აბრევიატურას სოფ.***

კ: როდესაც თქვენთან პირველად მოდის პაციენტი, შეგიძლიათ მისი პოზის, სხეულის ენის, მიმიკის, ჟესტების მიხედვით განსაზღვროთ მისი ბლოკები და შესაბამისად მისი ფსიქოლოგიური პრობლემები? პ: დიახ, ამას ასწავლიან სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპევტებს-ე.წ. „კითხვა სხეულზე“. მისი განხორციელება შეიძლება როგორც უმოძრაო, ასევე მოძრავ მდგომარეობაში. კაბინეტში კი ეს ზოგავს დროს: ვაკვირდებით ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და ვაკეთებთ იმის პროგნოზირებას, თუ რა თემებთან გვაქვს სამუშაო.

კ: ყველაზე ხშირად რა მიზნით მოდიან სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპევტთან? პ: სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპევტთან შეიძლება ნებისმიერი პრობლემის გამო მისვლა, როგორც სხვა ფსიქოთერაპევტთან. მაგრამ სოფ-ის სპეციფიკაციის მიხედვით, ეს პრობლემები უფრო ხშირად სხეულს ეხება. მაგალითად, კლიენტი აცნობიერებს, რომ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს თავის სხეულთან, უკმაყოფილოა მისით ან უნდა საკუთარი თავის მიმღებლობის გაზრდა. ხშირად მოდიან სხეულში ქრონიკული დაძაბულობის გამო ადამიანები, რომლებსაც უჭირთ მოდუნება-ეს დიდი ქალაქების მცხოვრებთა ჩვეული პრობლემაა. ასევე მოგვმართავენ სომატური სიმპტომებით და ფსიქოსომატური პრობლემებით; ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ვატყობინებთ პაციენტს, რომ ფსიქოთერპევტის დახმარება არ ცვლის სამედიცინო დახმარებას, სამაგიეროდ ოპტიმალურია ამ ორი ფორმის შერწყმა. ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც თვითონ ექიმებმა დაიწყეს პაციენტების გადამისამართება სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპევტებთან, ისეთ შემთხვევებში, როცა არ არსებობს არავითრი სომატური პრობლემა და ჩივილები ფსიქოლოგიური ხასიათისაა.

კ: როგორ მიმდინარეობს სოფ-ის სეანსი? პაციენტი ასრულებს სავარჯიშოებს თუ თავიდან მაინც საუბრით იწყება? პ: მოქმედების ძირითად მეთოდად ნებისმიერ ფსიქოთერაპიულ მიმართულებაში გამოიენება დისკუსია. ჩვენ აუცილებლად ვესაუბრებით კლიენტს, როგორც სხვა ფსიქოთერაპევტები: ვეცნობით მის ისტორიას, ვარკვევთ მუშაობის მიზანს, ვეკითხებით მნიშვნელოვან მოვლენებზე, განვიხილავთ სიზმრებს... შეხვედრის ბოლოს კი ვახდენთ შეჯამებას. რაც შეეხება

კონკრეტულად სოფ-ის სავარჯიშოებს, არის ისეთები, რომლებიც დუმილით კეთდება და არის ისეთები, რომლის დროსაც მიმდინარეობს დიალოგი.

კ: ფსიქოთერაპია შეიძლება რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდეს, რა ხანგრძლივობაზეა საუბარი სოფ-ის შემთხვევაში? პ: სოფ-ის შემთხვევაშიც, როგორც ფსიქოთერაპიის სხვა სკოლების შემთხვევაში გამოიყოფა „მოკლევადიანი მუშაობა“: 4-იდან 10 შეხვედრა და „გრძელვადიანი მუშაობა“, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან რამოდენიმე წელიწადი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რეზულტატის მიღწევა უნდა კლიენტს და რა ეტაპზე იმყოფება ახლა. მაგალითდ, გოგონას აქვს პრობლემები საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ერთი, რომ შეიძლება ამის მიზეზი იყოს არც ისე ჯანსაღი თვით-შეფასება. სრულიად სხვა საქმეა, თუ ის გაუპატიურების მსხვერპლია... ამ ორ შემთხვევაში მუშაობა იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, ისევე, როგორც ხანგრძლივობა.

კ: მარტივად რომ აგვისხსნათ რა არის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია? პ: პირველ რიგში, ეს-ფსიქოთრაპიაა. მიზნები აქაც ისეთივეა, როგორც ფსიქოთერაპიის ნებისმიერ სხვა მიმართულებაში: არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრასაც პიროვნება ცდილობს, ე. წ. „შეკვეთა“. განსხვავება კი არის პრობლემის გადაჭრის მეთოდში. სხეულზე ორიენტირებული ფსიქოლოგიის ფარგლებში მუშაობისას ჩვენ ვეხმარებით პაციენტს ფსიქოლოგიური პრობლემის გადაჭრაში მისი სხეულის მეშვეობით. სხეული წარმოადგენს როგორც ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის, ასევე ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის საშუალებას. ექიმებისგან განსხვავებით ჩვენ ვმუშაობთ არა სხეულზე, არამედ სხეულის მეშვეობით. სხეული გვაძლევს ჩვენ წვდომას კლიენტის ფსიქოლოგიურ სამყაროსთან. შესაბამისად სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მიმართულებით მუშაობა შეუძლია ფსიქოლოგიური განათლების მქონე პირს და არ არის აუცილებელი სამედიცინო განათლება.

კ: რაზეა დამყარებული სხეულზე ორიენტირებული მიდგომა, როგორია მისი შესაძლებლობები და ძირითადი პოსტულატები? პ: სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მთავარი კანონია, რომ: „სხეულებრივი და ფსიქოლოგიური ერთმანეთის ტოლია“. მხატვრულად რომ ვთქვათ, კლიენტის სხეული მისი სულის რუკაა. სხეულს შეუძლია ადამიანის ისტორიის მოყოლა, მას ეტყობა ტრავმები, ფსიქოლოგიური პორტრეტი, ფსიქოსომატური რისკის ზონები (სხეულის ის ნაწილი, რომელშიც დიდი ალბათობით დისფუნქცია განვითარდება), ინდივიდუალური ცხოვრებისეული სტრატეგია, რესურსები... აქ საქმე გვაქვს არა გენეტიკურ თავისებურებებთან, არამენდ იმ დარღვევებთან, რომლის ფორმირებაც ხდება ცხოვრებაში მიღებული გამოცდილების შედეგად. შესაბამისად, ემოციაზე პასუხად ყოველთვის გამოვლინდება სხეულებრივი რეაქცია. თუ ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდის რაიმე გარკვეულ გრძნობას, ის ფიქსირდება მის სხეულში. მაგალითად, ქრონიკული შიში, საფრთხე აიძულებს ადამიანს თავი ჩამალოს მხრებში, ამასთან ერთდ მხრები თითქოს წინ ბრუნდება და მკერდის ძვალის არეში ხდება კოლაპსის ფორმირება. და საბოლოოდ ასეთი ფორმა ხდება ჩვეული ამ ადამიანისთვის. შესაბამისად, ჩვეული პოზებით, მოძრაობებით, სხეულის ფორმით, სახის გამომეტყველებით და კუნთების მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა. ხოლო სხეულზე მოქმედებით შეიძლება შეიცვალოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, საკუთარი თავის აღქმა და გარესამყაროს აღქმა. ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ სხეულთან არა მხოლოდ შეხებით, თუმცა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მეთოდებს შორის არის მასაჟი. ჩვენ აგრეთვე ვიყენებთ სუნთქვის ტექნიკების, სტატიკურ და მოძრაობიშ სავარჯიშოებს, მედიტაციას, სხეულებრივ მეტაფორას(მაგალითად, ვთხოვთ პაციენტს სხეულით გამოხატოს თვისი პრობლემა), ვრთავთ ხატვას (მაგალითად, შეიძლება სხეულებრივი სიმპტომი დავახატინოთ). სოფ-ში არსებობს შეხების ეთიკა. ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ კლიენტს ნებართვას სხეულებრივი კონტაქტისთვის და პატივს ვცემთ მის უფლებას გვითხრას „არა“. პაციენტი თითქმის ყოველთვის

ჩაცმულია, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთვევები, როცა მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირ კუნთებთან.

კ: პირველი ფსიქოლოგი, რომელმაც ყურადღება მიაქცია ადამიანის სხეულებრივ რეაქციებს, იყო ვილჰელმ რაიხი, შემდეგ ალექსანდრ ლოუენი და სხვები. შეიცვალა თუ არა რამე თანამედროვე კვლევების ფონზე? პ: სოფ არსებობს და ვითარდება უკვე ასწლეულის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა, ცოდნა გაღრმავდა და გაფართოვდა. მოცემულ მომენტში სოფ-ის 100 სკოლაზე მეტი ცნეს, მაგრამ პრაქტიკულად ყველა მათგანი დაფუძნებულია რაიხის ვეგეტოთერაპიაზე. შენარჩუნებულია მისი თეზისი, მუშაობის ძირითადი პრინციპები, თეორიული წარმოდგენა: იდეა „კუნთების ჯავშანზე“, როგორც კუნთების ქრონიკული დაძაბულობაზე. რაიხმა დაყო კუნთობრივი ჯანვშანი 7 სეგმენტად, რომელთაგანაც თითოეული შესაბამის ფსიქოლოგიურ სიმბოლიკას აღნიშნავს. თუმცა ის იყო ფსიქოანალიტიკოსი და მოახდინა ბევრი ფსიქოლოგიური პროცესის სექსუალიზირება. თანამედროვე სოფ უკვე არ განიხილავს სექსუალობას, როგორც ცენტრალურ პრობლემას. ასევე თანამედროვე სოფ ხაზს უსვამს პრენატალური პერიოდისა და დაბადების პროცესის გავლენას მთელს შემდგომ ცხოვრებაზე. საინტერესოა ისიც, რომ რაიხი პრობლემად განიხილავდა კუნთების ქრონიკულ ჰიპერტონუსს („ბრძოლის“ რეაქციას), შემდგომ კი ყურადღება მიაქციეს ჰიპოტონუსის პრობლემას („დანებების“ რეაქციას).

კ: რით განსხვავდება სოფ ჩვეულებრივი ფსიქოთერაპიისგან, ხოლო სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი ჩვეულებრივი ფსიქოთერაპევტისგან? პ: სოფ ფსიქოთერაპიის ერთერთი მიმართულებაა. იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ვიმუშავოთ, საჭიროა გვქონდეს საბაზისო ფსიქოლოგიური ან სამედიცინო განათლება, აგრეთვე სპეციალური დამატებითი სწავლება სოფ-ის მიმართულებით. სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი-ფსიქოთერაპევტია, რომელმაც აირჩია სოფ-ის სპეციალიზაცია, როგორც კარდიოლოგი არის ექიმი, რომელმაც აირჩია კარდიოლოგიის სპეციალიზაცია.

კ: ხშირად მოგმართავენ თუ არა ადმიანები, რომლებსაც ვერბალურმა ფსიქოთერაპიამ შედეგები ვერ მისცა? პ: დიახ, ასეთი შემთხვევებიც არის, თუმცა უმეტეს შემთხევაში პრობლემა არის არა მეთოდი, არამედ კლიენტის მზაობის არარსებობა, რომ შეიცვალოს. არის შემთხვევები, როცა დამოკიდებულება ფსიქოლოგის მიმართ არასერიოზულია: მოდაშია, საინტერესოა, ახლობლებმა ურჩიეს... ამ შემთხვევაში პაციენტს არ აქვსმოტივაცია და მუშაობაც არაეფექტური გამოვა. პაციენტი იწყებს პასუხისმგებლობის „გადაბარებას“: „მეთოდია არასწორი“ ან „სპეციალისტი ისეთი არაა“...

კ: როგორ შევიყვაროთ ჩვენი სხეული? პ: პირველ რიგში მივიღოთ ის, რომ სხეული ჩვენი არსების სრულფასოვანი, განუყოფელი ნაწილია და არა სავიზიტო ბარათი სოციუმთან ურთიერთობისთვის. უფრო ხშირად მივაქციოთ ყურადღება სიგნაებს, რომლებიც მოდის სხეულიდან და არ უყულებელვყოთ ისინი. იგულისხმებაარა მხოლოდ ავადმყოფობის სიმპტომები. ისეთი პატარა სხეულებრივი სიგნალებიც კი, როგორიცაა დაძაბულობა მუცელში ან ყელში გაჩხერილი ბურთი არის ინტუიციის მინიშნება და გვეხმარება თანამოსაუბრის არაგულწრფელობის შეგრძნებაში. ახლა ხშირად პირველ ადგილზე აყენებენ სილამაზეს და არა ჯანმრთელობას და სხეულებრივი სილამაზის სახელით ბევრი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას. დარღვეულია იერარქია, რადგანაც პირველ ადგილზე უნდა იყოს ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელი სხეული ყოველთვის ლამაზია, რადგანაც ჰარმონიულია. მნიშვნელოვანია დავინახოთ ჩვენი ბუნებრივი სხეულებრივი სილამაზე, რომელიც აქვს ნებისმიერ ადამიანს, უბრალოდ ის შეიძლება არ შეესაბამებოდეს სოციალურ შაბლონებს.

Поделитесь статьей с друзьями!

 

Оставьте свой комментарий

Комментарии для сайта Cackle