ტესტი
"რა ურთიერთობა გაქვს საკუთარ სხეულთან?"
"მომეცა სხეული - რა უნდა ვუყო მას?" - წერდა პოეტი ო. მანდელშტამი.
და მართლაც - რას ვუშვრებით საკუთარ სხეულს? როგორ ურთიერთობას ვამყარებთ მასთან? როგორ ვეპყრობით მას? შესაძლებელია ვიმეგობროთ სხეულთან, ან ბრმად დავემორჩილოთ მის სურვილებს, ან გადავიქცეთ ტირანად...
და შენ, როგორ ეპყრობი საკუთარ სხეულს?
ჩვენი ტესტი დაგეხმარება ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში.
1. რა უფრო მნიშვნელოვანია? ჩვენი პიროვნების რომელი ნაწილი? აირჩიე იერარქია, რომელიც უფრო ახლობელია შენთვის:
ა. უპირატესობა ენიჭება გონებას.
ბ. სხეული - სხვა დანარჩენის საფუძველია.
გ. ყველაზე მნიშვნელოვანი სულია.
დ. შეუძლებელია იერარქიის შედგენა, ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანია.
2. იცავ დიეტას?
ა. კი, საკმარისი ნებისყოფა გაქვს ამისთვის.
ბ. ცდილობ, მაგრამ ხანდახან არღვევ დიეტას - რთულია გემრიელობებზე უარის თქმა!
გ. ვერ ხედავ აუცილებლობას, დაექვემდებარო რაიმე სახის კვებით წესებს.
დ. ცდილობ ყურადღება მიაქციო სხეულის სურვილებს - მან იცის რა სჭირდება და რისგან სჯობს თავის შეკავება.
3. ჩვეულებრივ, როგორ მიირთმევ?
ა. აწყობ მაგიდა, მიირთმევ აუჩქარებლად და "ლამაზად".
ბ. მადიანად, სწრაფად, ზოგჯერ ბევრიც მოგდის.
გ. შენთვის საკვების მიღების რიტუალი არც ისე მნიშვნელოვანია.
დ. სიამოვნებით მიირთმევ.
4. რა როლს თამაშობს სპორტი, შენს ცხოვრებაში?
ა. რეგულარულად დაკავებული ხარ ფიტნესით, გახსოვს ცხოვრების ჯანსაღი წესი.
ბ. ხშირად პირდები თავს, რომ დაკავდები ფიტნესით, მაგრამ შენი კეთილშობილური წამოწყება არ სრულდება. მოკლედ, ნაყიდი აბონემენტი გამოუყენებლად რჩება სახლში.
გ. ძალიან გიყვარს სპორტი! როდესაც ტელევიზიით გადასცემენ, შენ კი რაიმე გემრიელობით დივანზე ხარ წამოწოლილი...
დ. ყველაფერი დამოკიდებულია შენს ხასიათსა და თვითშეგრძნებაზე, - ზოგჯერ ავარჯიშებ სხეულს, ზოგჯერ კი ასვენებ.
5. რა არის "სიყვარული"?
ა. "ერთად, ერთი მიმართულებით ყურება". საერთო შეხედულებები და მიზნები..
ბ. ეს არის "ქიმია", შესაძლოა "ალქიმიაც"- გრძნობა არ ექვემდებარება გააზრებას.
გ. თვლი, რომ სიყვარულზე ზედმეტად ბევრს საუბრობენ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
დ. ყველა თავისთვის სცემს პასუხს ამ კითხვაზე ასაკიდან, ხასიათიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე..
6. რის თქმა შეიძლება შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?
ა. ცხოვრობ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, მაინც გაქვს ჯანმრთელობის პრობლემები.
ბ. ყველა შენი სულიერი მდგომარეობა მომენტალურად აისახება ჯანმრთელობაზე - ნეგატიურად.
გ. არ აქცევ ყურადღებას როდესაც რამე გაწუხებს, არ ღირს ჯანმრთელობაზე ჩაციკვლა.
დ. მთლიანობაში, კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაქვს.
7. შეაფასე შენი შრომისუნარიანობა:
ა. თავს როგორც უნდა გრძნობდე, შეგიძლია ნებისყოფის მოკრება და საქმეების მიხედვა.
ბ. თუ თავს ცუდად გრძნობ, ან უგუნებოდ ხარ, ვერ მუშაობ.
გ. უბრალოდ არ აქცევ ყურადღებას, თუ როგორ გრძნობ თავს.
დ. თუ თავს ცუდად გრძნობ, თავს აძლევ უფლებას დაისვენო და აღიდგინო ძალები, შემდეგ კი დაჩქარებული ტემპით აკეთებ საქმეს.
8. რა როლს თამაშობს სექსი შენს ცხოვრებაში?
ა. ცდილობ რეგულარულად დაკავდე, რადგან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.
ბ. უდიდესი! სექსით დატკბობა განიჭებს უდიდეს სიამოვნებას.
გ. ვერ ხვდები რატომ ანიჭებენ ასე დიდ მნიშვნელობას - იგი ერთ-ერთია ცხოვრების სფეროთაგან..
დ. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარად.
9. შეგყვარებია ერთი ნახვით?
ა. არა, არასერიოზულია, პირველ რიგში უნდა გაიცნო ადამიანი, სხვაგვარად საკუთარი ფანტაზიები გიყვარდება.
ბ. კი, რა თქმა უნდა! ადვილად აღფრთოვანებადი ადამიანი ხარ.
გ. სიყვარული ჯერ არ გეწვია.
დ. შეყვარება, შეიძლება კიდეც, მაგრამ პირველი შეხედვიდან ნამდვილი სიყვარული შეუძლებელია.
10. ყოველთვის იყავი თუ არა, შენი პარტნიორის, ერთგული?
ა. შენ ცხოვრობ მკაცრი პრინციპები, რომლებიც ღალატს გამორიცხავენ.
ბ. გქონია ღალატის შემთხვევა, - რთულია ვნებას წინ აღუდგე.
გ. შენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მიგიზიდოს სხვამ, თუ გიყვარს შენი პარტნიორი.
დ. კი, მაგრამ ვერ იტყვი, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.
11. რამდენად აქტიური ხარ?
ა. შენ აქტიური, საქმიანი ადამიანი ხარ, არასდროს ზიხარ უსაქმოდ.
ბ. ნაწილობრივ გიყვარს ზარმაცობა.
გ. უპირატესობას ანიჭებ გონებრივ აქტივობას, ვიდრე ფიზიკურს.
დ. ზუსტად იმდენად აქტიური ხარ, რამდენსაც მოითხოვს სიტუაცია.
12. ტანსაცმლის არჩევისას, რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ა. მოხერხებულობა და პრაქტიკულობა.
ბ. მიმზიდველობა, მოდურობა.
გ. არ მიგაჩნია სწორად, ტანსაცმლისთვის ზედმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭება.
დ. რამდენად ასახავს ტანსაცმელი შენს ინდივიდუალობას.
13. მგრძნობიარე ხარ სუნის მიმართ?
ა. კი, მაგრამ არ ანიჭებ დიდ მნიშვნელობას.
ბ. ძალიან მგრძნობიარე ხარ, ხანდახან ზედმეტადაც - ქალაქში ყოფნისას წუხდები.
გ. არა, ვერ იტყვი, რომ სუნს კარგად აღიქვამ.
დ. გამიზნულად აქცევ ყურადღებას სუნს - მას შეუძლია მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეტყობინება.
14. ბავშვობაში, რას ამბობდნენ მშობლები შენი გარეგნობის შესახებ?
ა. მშობლები ხაზს უსვამდნენ, რომ გარეგნობა არაა მთავარი.
ბ. სიმპათიურად გთვლიდნენ, შეიძლება ითქვას ლამაზადაც კი, გაქებდნენ, გამოგპრანჭავდნენ ხოლმე.
გ. არ გახსოვს, რომ მშობლებს, საერთოდ რამე ეთქვათ ამის შესახებ.
დ. მშობლებმა, საკმაოდ, ჯანსაღი თვითშეფასება ჩამოგიყალიბეს, გასწავლეს საკუთარი სხეულის მიღება.
15. ბავშვობაში, რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ თქვენს ოჯახში სხეულს?
ა. თქვენს ოჯახში პირველ რიგში მნიშვნელობა ენიჭებოდა ჯანმრთელობას და არა სილამაზეს
.ბ. მშობლებისთვის მნიშვნელოვანი იყო გარეგნული მომხიბვლელობა, სილამაზე, სისუფთავე..
გ. თქვენს ოჯახში დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ სხეულს, პირველ ადგილზე იდგა სხვა ფასეულობები (ინტელექტი, მორალური თვისებები და ა.შ.).
დ. შენს მშობლებს მიაჩნდათ, რომ " ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს", და ცდილობდნენ თანაბრად განვითარებულიყავი.
16. რას ნიშნავს შენთვის, სიყვარულის ისეთი ისტორია, როგორიც ქონდა ანნა კარენინას და ალეკსეი ვრონსკოვს (ლ.ნ. ტოლსტოის გმირები)?
ა. სისულელეა - ემოციებმა აჯობეს გონებას, რამაც მიიყვანათ სევდიან დასასრულამდე.
ბ. ეს არის სიყვარულის მშვენიერი ისტორია, დასასრულის მიუხედავად. ასეთი სიყვარული ყველასთან არ მოდის!
გ. შენთვის უბრალოდ მოსაწყენი ისტორიაა.
დ. ეს ტრაგედიაა - ისინი გახდნენ თავის ეპოქის დაუნდობელი წესების და ბანალური შურის მსხვერპლნი.
17. როგორ ირჩევ მაღაზიაში პროდუქტს?
ა.ყურადღებით კითხულობ შემადგენლობას, დამზადების თარიღს - ირჩევ სასარგებლო პროდუქტებს.
ბ. გიყვარს გემრიელობები, თუნდაც არ იყოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო: კალათაში დებ ჩიპსს, შოკოლადს..
გ. არ გიყვარს მაღაზიებში სიარული, ცდილობ რაც შეიძლება მალე შემოირბინო მაღაზია, დიდი ხნის არჩევის გარეშე.
დ. ცდილობ მოუსმინო საკუთარ თავს - რის მირთმევა გინდა სწორედ დღეს?
18. გაქვს თუ არა ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები? (სიგარეტის მოწევა, დიდი რაოდენობით ყავის, ტკბილეულის მოხმარება და ა.შ.).
ა. შეგნებულად ეწევი ცხოვრების ჯანსაღ წესს, შეგიძლია თავის კონტროლი.
ბ. ზოგიერთი მავნე ჩვევისაგან განთავისუფლება ვერანაირად მოახერხე..
გ. არ აქცევ ამას ყურადღებას - მავნე ჩვევა ყველას აქვს.
დ. ცხოვრების ჯანსაღი წესი შენთვის ბუნებრივი მოვლენაა, შენი სხეული კარნახობს როგორ ჯობს მოქცევა.
19. როდისმე აყოლილხარ ვნებებს გონების საწინააღმდეგოდ?
ა. შეგიძლია ცდუნებას გაუძლო.
ბ.კი, როდესაც მოდის ნამდვილი გრძნობა, გონება უძლურია.
გ. შენთვის უცნობია დამაბრმავებელი ვნება.
დ. შენს ცხოვრებაში არ ყოფილა გონებისა და ვნებების შეუსაბამობა.
ა.
მეპატრონე. კითხვა "ვინ არის ოჯახში უფროსი?" - შენს წინაშე არც დგას. დარწმუნებული ხარ რომ მფლობელი ხარ - ხოლო სხეული უნდა გემორჩილებოდეს. რაც ძალიან გავს პუშკინისეულ მოხუცს, რომელსაც სურდა რომ ოქროს თევზს ეკეთებინა საქმეები..
ძლიერი პიროვნება ხარ, ძლიერი ნებისყოფით, გადამწყვეტი, დისციპლინირებული. სტრესულ სიტუაციებში არ იბნევი. არჩევ გონებით ცხოვრებას და არა გრძნობებით. პროფესიისა და კარიერის საკითხებში ეს თვისებები გეხმარებიან , მაგრამ პირად ურთიერთობებში შესაძლოა ხელის შემშლელიც იყოს. არ ენდობი შენს ინტუიციას, რომელსაც შეუძლია მოგცეს მნიშვნელოვანი მინიშნებები. საკუთარ სხეულს აღიქვამ როგორც ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენო. მასზე ზრუნავ, რათა გემსახუროს ერთგულად და სანდოდ, მაგრამ ამაში ძალიან ცოტაა მისი სიყვარული და პატივისცემა. თუ უგულებელვყოფთ ჩვენს სხეულს, მას შეუძლია დაგვიმტკიცოს - რა არის ოჯახში მთავარი- გადაგვიხადოს სამაგიერო ავადმყოფობებით. რატომ მივიყვანოთ საქმე კონფლიქტამდე, მითუმეტეს საკუთარ სხეულთან, არ სჯობს, დავინახოთ მასში კეთილი მეგობარი და თანასწორი პარტნიორი?
ბ.
მონა. დიახ - დიახ, სწორედ ასეა! "საკუთარი ვნებების მონა" - აი, რის თქმა შეიძლება შენზე. შენი სხეული ხასიათდება ძლიერი მგრძნობელობით, სენსიტიურობით. ეს საშუალებას გაძლევს ცალსახად, სრულად დატკბე ცხოვრებით. შეგიძლია მიიღო ნამდვილი სიამოვნება საჭმლისგან, მოძრაობისგან, შეხებისგან, სურნელისგან და ა.შ.
შენი სხეული ყოველ დღიურად გჩუქნის დღესასწაულებს. მაგრამ, ამასთანავე ზედმეტად დამოკიდებული ხარ მასზე. გიძნელდება ცდუნებასთან გამკლავება, ამან შეიძლება მიგიყვანოთ დამოკიდებულებამდე, ისეთ რაღაცეებზე, როგორიცაა: სასიყვარულო ურთიერთობები, კვება და ა.შ.
ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ სხეულს და ზოგადად მატერიალურ სფეროს.
ყურადღებით ეპყრობი შენს სხეულს, გიყვარს მისი მორთვა, განებივრება, აფასებ ძვირად ღირებულ სამოსს და გემრიელ საჭმელებს...
მაგრამ ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას ხომ არ ხარჯავ ამაზე?..
შეეცადე მონახო ოქროს შუალედი: მოუსმინო სხეულის მინიშნებებს, მაგრამ არ მისცე საშუალება, შენს სურვილებსა და ვნებებს, მართონ შენი ცხოვრება. ხანდახან - შეიძლება!
გ.
მეზობელი. შენს სხეულთან ნეიტრალური, მეზობლური დამოკიდებულება გაქვს. ყველა თავის ცხოვრებით ცხოვრობს, ფორმალურად იცნობთ ერთმანეთს. ხანდახან ესალმებით, და თუკი ხანდახან ერთმანეთის საქმეებით ინტერესდებით - მხოლოდ თავაზიანობის გამო...
მატერიალურ სფეროს (რომელსაც სხეულიც მიეკუთვნება) რატომღაც, უყურადღებოდ ეპყრობი, არ აფასებ მის მნიშვნელოვნებას ჩვენს ცხოვრებაში.
იქნებ მიგაჩნია, რომ სხეულისადმი ყურადღება, ამცირებს პიროვნების სხვა ნაწილებს? რომ არ შეიძლება ერთდროულად იყო ლამაზი და ჭკვიანი, კეთილი და მოვლილი, ჯანმრთელი და განათლებული... გაიხსენე კლასიკა: "ადამიანში ყველაფერი უნდა იყოს მშვენიერი".
სხეულს, გონებასა და სულს შორის ხომ არ არსებობს წინააღმდეგობა. როგორც პლიუსი - შენ არ ხარ ყოფიერებასთან წინააღმდეგობაში და არ ხარ კაპრიზული. მაგრამ, ამასთანავე ღრუბლებში გაჟღენთისკენ მიდრეკილი. მაგრამ, თუ უფრო აქტიურად ჩაერთვები რეალობაში, შენი ცხოვრება უფრო მკვეთრი და საინტერესო გახდება!
დ.
მეგობარი. გილოცავთ - შენ, საკუთარ სხეულთან თანაბარ უფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობა გაქვს!
შეგიძლია მისი მოსმენა, მაგრამ მასზე ზედმეტად დამოკიდებული არ ხარ. გესმის რის თქმა უნდა შენს არაცნობიერს, პატივს სცემ მის მოსაზრებას, მაგრამ არა უპირობოდ.
როდესაც სხეულს პატივისცემით და ყურადღებით ეპყრობიან, იგი პასუხობს მადლიერებით , შენ გაქვს კარგი ჯანმრთელობა და იშვიათად გრძნობ მცირე სისუსტესაც კი. სული, სხეული და გონება სრულ ჰარმონიულ ბალანსში გაქვს. გამოიყურები კარგად, ბუნებრივად მიმზიდველად და გაქვს ყველა შანსი იმისა, რომ დიდხანს შეინარჩუნებ სილამაზესა, ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას. რაზეც შეგიძლია კიდევ იმუშაო : დაუკვირდი შენს სხეულს დიდი გაცნობიერებით. ცნობიერად გამოიყენე შენი ინტუიცია.
ტესტი შედგენილია ფსიქოლოგ ირინა სოლოვიოვას მიერ, თარგმნა ნათია ბაციკაძემ